ერეკლეობა - 2018

30 October, 2018

ძვირფასო თანაქალაქელებო, პატივცემულო სტუმრებო,

თელავის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ჩვენი ღირსეული მეფის - ერეკლე II-ის 298-ე იუბილეს და 7 ნოემბერს გიწვევთ სახალხო დღესასწაულზე - ერთად ვიზეიმოთ „ერეკლეობა - 2018“!

ღონისძიებათა ჩამონათვალი:

  • 9:00 - მეფის სულის მოსახსენებელი წირვა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში;
  • 9:00 - მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი - ერეკლე მეფის საფლავზე მცხეთაში;
  • 11:00 - მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკადემიური კონცერტი ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ანსამბლ „პატარა კახის“ მონაწილეობით) - სასახლის აივანზე;
  • 12:00 - ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა - სასახლის აივანზე;
  • 12:30 - მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა - სამეფო პორტრეტები სერიიდან „ბაგრატიონები“- ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
  • 13:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „მეფე ერეკლე -ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ - თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
  • 14:00 - ფოლკლორული კონცერტი - ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში;
  • 17:00 - 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დასახელება და გალა კონცერტი ერეკლე მეორის მოედანზე ( თეატრის წინ) ;
  • 18:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი.

♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦

 „ერეკლეობა 2018“-ის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორობისთვის“.

ღონისძიებათა ჩამონათვალი:

  • 12:00 - 17:00 - ახალგაზრდული ფოტოპროექტის გამოფენა - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
  • 12:00-13:00 – საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე (სპიკერები - გიორგი კეკელიძე, დავით გორგილაძე და თამარ გურჩიანი) - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
  • 13:00:14:00 - მოსწავლეთა საჯარო სიტყვის კონკურსი თემაზე „თანასწორობა“- ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
  • 14:00-15:00 - შეჯიბრი ფრენბურთში გოგონების და ბიჭების მონაწილეობით - პირველი სკოლის სპორტულ მოედანზე;
  • 15:00-16:00 - კულინარიული შეჯიბრი მამაკაცების მონაწილეობით - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე.

ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

Share page