ერეკლეობა - 2018
ძვირფასო თანაქალაქელებო, პატივცემულო სტუმრებო,
თელავის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ჩვენი ღირსეული მეფის - ერეკლე II-ის 298-ე იუბილეს და 7 ნოემბერს გიწვევთ სახალხო დღესასწაულზე - ერთად ვიზეიმოთ „ერეკლეობა - 2018“!
ღონისძიებათა ჩამონათვალი:
- 9:00 - მეფის სულის მოსახსენებელი წირვა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში;
- 9:00 - მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი - ერეკლე მეფის საფლავზე მცხეთაში;
- 11:00 - მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკადემიური კონცერტი ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ანსამბლ „პატარა კახის“ მონაწილეობით) - სასახლის აივანზე;
- 12:00 - ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა - სასახლის აივანზე;
- 12:30 - მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა - სამეფო პორტრეტები სერიიდან „ბაგრატიონები“- ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
- 13:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „მეფე ერეკლე -ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ - თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
- 14:00 - ფოლკლორული კონცერტი - ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში;
- 17:00 - 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დასახელება და გალა კონცერტი ერეკლე მეორის მოედანზე ( თეატრის წინ) ;
- 18:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი.
♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦♦
„ერეკლეობა 2018“-ის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორობისთვის“.
ღონისძიებათა ჩამონათვალი:
- 12:00 - 17:00 - ახალგაზრდული ფოტოპროექტის გამოფენა - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
- 12:00-13:00 – საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე (სპიკერები - გიორგი კეკელიძე, დავით გორგილაძე და თამარ გურჩიანი) - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
- 13:00:14:00 - მოსწავლეთა საჯარო სიტყვის კონკურსი თემაზე „თანასწორობა“- ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
- 14:00-15:00 - შეჯიბრი ფრენბურთში გოგონების და ბიჭების მონაწილეობით - პირველი სკოლის სპორტულ მოედანზე;
- 15:00-16:00 - კულინარიული შეჯიბრი მამაკაცების მონაწილეობით - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე.
ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.