თელავის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარუდგინა და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) თელავის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა და გამოხატა მზაობა საინტერესო სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულის პასუხისმგებელი პირები, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, მას-მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.