მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

30 September, 2019

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წარმატებით დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ პიანისტი - ელისო ვირსალაძე, ჩელისტი - ალექსანდრ ბუზლოვი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.

ფესტივალის ფარგლებში  7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი და პროექტი - "საუბრები მუსიკაზე" გაიმართა.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Share page