მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წარმატებით დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ პიანისტი - ელისო ვირსალაძე, ჩელისტი - ალექსანდრ ბუზლოვი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი და პროექტი - "საუბრები მუსიკაზე" გაიმართა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.