თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვთა სახლებს ახალი წელი მიულოცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მუნიციპალიტეტში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები მოინახულა. მან ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს და პერსონალს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
თელავის მუნიციპალიტეტში მცირე საოჯახო ტიპის ორი სახლი ფუნქციონირებს, სადაც 17 აღსაზრდელი ცხოვრობს.