თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვთა სახლებს ახალი წელი მიულოცა

27 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მუნიციპალიტეტში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები მოინახულა. მან ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს და პერსონალს  დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტში მცირე საოჯახო ტიპის ორი სახლი ფუნქციონირებს, სადაც 17 აღსაზრდელი ცხოვრობს.

 

გააზიარე