სოფელ ქვემო ხოდაშენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, ამ ეტაპზე სოფლის შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
○ ამბულატორიის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 77 743 ლარი დაიხარჯა.
● სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ენესთიმ" შეასრულა.
> შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 625 836 ლარით ფინანსდება.
● 1300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
○ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს.