სოფელ ქვემო ხოდაშენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

26 მარტი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, ამ ეტაპზე სოფლის შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

○ ამბულატორიის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 77 743 ლარი დაიხარჯა.

● სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ენესთიმ" შეასრულა.

> შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 625 836 ლარით ფინანსდება.

● 1300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

○ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს.

გააზიარე