ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

1 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 

დაიწყო ქლუხორის, ბოჭორიძეების და სოფელ კურდღელაურის N 22 ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 293 ლარით ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ახორციელებს. 

 

Share page