ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
დაიწყო ქლუხორის, ბოჭორიძეების და სოფელ კურდღელაურის N 22 ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 293 ლარით ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ახორციელებს.