საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა

17 November, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და ქონების მართვი საკითხთა კომისია განიხილავს საკრებულოს განკარგულების ორ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმიბის მიცემას:

  • თელავის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებულ გარე განათების კონსტრუქციებზე  სს „სილქნეტის“ მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების შესახებ;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მოვუსმინოთ სამყაროსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის  უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. 

ეკონომიკისა და ქონების მართვი საკითხთა კომისიის სხდომა 19 ნოემბერს, 13 საათზე ჩაინიშნა.

 

Share page