საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და ქონების მართვი საკითხთა კომისია განიხილავს საკრებულოს განკარგულების ორ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმიბის მიცემას:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ გარე განათების კონსტრუქციებზე სს „სილქნეტის“ მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების შესახებ;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მოვუსმინოთ სამყაროსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ეკონომიკისა და ქონების მართვი საკითხთა კომისიის სხდომა 19 ნოემბერს, 13 საათზე ჩაინიშნა.