სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
20 დეკემბერს, 14 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. სხდომაზე იმსჯელებენ სამართლებრივი აქტების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №20 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას;
- თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის N04 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის N02 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.