სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

13 დეკემბერი, 2023

20 დეკემბერს, 14 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. სხდომაზე იმსჯელებენ სამართლებრივი აქტების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს: 

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №20 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის N04 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის N02 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე