საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა

12 July, 2024

2024 წლის 19 ივლისს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი: 

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი ალექსანდრე შათირიშვილი

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის განსახილველი საკითხი: 

1. თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის № 22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. 

მომხსენებელი ზურაბ ლილუაშვილი

 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

Share page