საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა
2024 წლის 19 ივლისს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი:
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ალექსანდრე შათირიშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის განსახილველი საკითხი:
1. თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის № 22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ზურაბ ლილუაშვილი
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.