ქალთა ოთახი

თელავის „ქალთა ოთახი“ 2018 წლისექტემბრიდან ფუნქციონირებს თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის“ საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);
► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;
► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;
► კერძო სექტორი.

ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;
► საკონსულტაციო სერვისით;
► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;
► ბიბლიოთეკით;
► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.

 

ქალთა ოთახის მენეჯერი: ნელი აბეჩხრიშვილი

მისამართი: თელავი, ერეკლე მეორის ქ. N16

საკონტაქტო ტელეფონი: 599 560 283

Facebook

გააზიარე