21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საქართველოში
21 მარტს საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება."World Vision საქართველო"-ს "კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა" და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანიას აწყობს.
გთავაზობთ 21 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს:
10:00 - შეხვედრა თვითმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელებთან;
ადგილი: თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა
13:00 - პერფორმანსი
პროექტი დაფინანსებულია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ.
მონაწილები - თბილისის დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის ბავშვები.
ადგილი: ქალაქი თელავი. ჭავჭავაძის მოედანი (სამუსიკო სასწავლებელთან)
15:30 - საინფორმაციო შეხვედრა პრესის წარმომადგენლებთან
ღონისძიებაზე მოწევეული არიან: ქალაქ თელავის და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგნიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
ადგილი: "World Vision საქართველო"-ს ოფისი (ძმები პაპუაშვილების #13)