თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
„ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაგეგმილია თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (წარმადობით 14 400 მ3/დღღ), თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ.
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება უზრუნველყოფს ქ. თელავის ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გაწმენდას დასაშვებ დონემდე. გაწმენდილი წყლის ჩაშვება გათვალისწინებულია მდ. ალაზანში. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
- 2017 წლის 30 აგვისტოს 14:00 საათზე ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. №16), - 2017 წლის 31 აგვისტოს 14:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის შენობაში.საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (გზშ-ს ანგარიში, გზშ-ს ანგარიშის ტექნიკური და არატექნიკური რეზიუმე) გაცნობა შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: • თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა – ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. №16; • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ოფისი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150. მე-3 სართული (ტელ: (+995 577) 2437001; 2437002; 2437003; 2437004). დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიები განთავსებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: mdf.org.ge საზოგადოების წარმომადგენლებს წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ პირებს: • ანა რუხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, ტელ. (+995 577) 38 22 48; E-mail: arukhadze@mdf.org.ge ; • გიორგი ბჟალავა, შპს „გამა კონსალტინგი“ ტელ: (+995 577) 64 18 80; E-mail: goga@gamma.ge; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი