უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა
დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები შეხვდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ისაუბრეს უსინათლოთა კავშირის წინაშე მდგარი პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზების შესახებ.