„ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ - მუსიკალური ფესტივალი
2018 წლის 3 ივნისს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“-ს ფარგლებში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
ფესტივალი 2008 წლიდან ტარდება და ამჯერად თელავმა რიგით მე-16კონცერტს უმასპინძლა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის გამყოფილება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა“, ხოლო ფესტივალის მხარდამჭერია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.