ეროვნული სამოსის დღე თელავში
2018 წლის 18 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქართული სამოსის დღე აღინიშნა. ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი მოქალაქეები საზეიმო მსვლელობით გაემართნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან ერეკლე მეორის სასახლის კომპლექსამდე, რის შემდეგაც თელავის ისტორიული მუზეუმის ღია ამფითეატრში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ წარმოდგენილ კონცერტს დაესწრნენ. მსვლელობას შემოუერთდნენ თელაველი მოტომრბოლელები, რომელთა უჩვეულო ჩაცმულობამაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.