საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე თელავში

26 May, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი თელავში 2018წელს განსაკუთრებილი ზეიმით აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, მოადგილეები ალექსანდრე საჩიშვილი და გურამი გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები. წარმოდგენები დღის 12:00საათიდან ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდა. სცენაზე წარსდგნენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ისე სტუმრები ლიეტუვიდან და ბელორუსიიდან. ერეკლე მეორის მოედანზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ მოწყობილ ღვინის ფესტივალზე 30-მდე ღვინის კომპანიის და მცირე საწარმოს პროდუქცია გამოიფინა. წარმოდგენილი იყო თაფლის და ყველის ასორტიმენტი. იქვე მოწყობილი თონე და სხვადასხვა ეთნოგრაფიული პავილიონი დამთვალიერებელს ქართული ღვინის, კულტურისა და ისტორიის შესახებ უამრავ საინტერესო ამბავს აცნობდა. თელავს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯავშან-ტექნიკის გამოფენამ. ქალაქის ცენტრი პატარებისთვის საბავშვო ქალაქად გადაიქცა. ანიმატორებმა და მედოლეებმა უამრავ გასართობთან ერთად ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. მოსახლეობამ სიმბოლურად ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ისტორიულ დროს, ზუსტად 17:10სთ-ზე ქალთა კაპელამ „კახეთის ჰანგები“ პავლე დემურიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. საღამოს გაიმართა გალა-კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ „ქართული ხმები“, ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“ და ჯგუფი „ფრანი“, ხოლო ზეიმი გრანდიოზულმა ფოერვერკმა დაასრულა.

იხილეთ ფოტოალბომი

 

გააზიარე