ზურაბ ბალაშვილის გახსენება

8 აგვისტო, 2018

2018 წლის 8 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, მერის მოადგილემ გურამი გურაბანიძემ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ორკოდაშვილმა, კახეთის მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენედიქტე გეგეჭკორმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბალაშვილის ხსოვნას და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, გვირგვინითა და სანთლებით შეამკეს საამაყო მამულიშვილის საფლავი.

ზურაბ ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს სოფელ ნაფარეულში დაიბადა. 18 წლის ასაკში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, რის შემდეგაც, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2002 წელს გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო. მსახურობდა ერაყში. 2008 წლის 9 აგვისტოს, სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას, ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს.

იხილეთ ალბომი

გააზიარე