ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია

9 აგვისტო, 2018

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „გზაჯვარედინი“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუდგა.

მიმდინარეობს ქალაქ თელავში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ გზებზე, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია. სამუშაოები სრულდება მაღალხარისხიანი ცივი პლასტის საღებავით.

თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.

იხილეთ ალბომი

გააზიარე