თელავის საკალათბურთო გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
2018 წლის 29 ივლისს, თელავში, ლატვიის ქალაქ ტალსიდან, სადაც 24 -26 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი Basketball Cup "TALSU KAUSS – 2018“ ჩატარდა, გამარჯვებული დაბრუნდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“-ს საკალათბურთო გუნდი BC Telavi U-12 (მთავარი მწვრთნელი - ნიკა ჩაველაშვილი, მწვრთნელი - დავით პაპუნაშვილი, გაერთიანების დირექტორი - პაპუნა ხრიკული). ტურნირში მონაწილეობას 4 ქვეყნის 6 გუნდი იღებდა - ლატვია (Talsi, Roja, Riga), საქართველო(BC Telavi), ესტონეთი (Tartu) და ლიტვა (Prienai). ტურნირი წრიული ფორმატით ჩატარდა. თელაველმა ბიჭებმა ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და უდავო ჩემპიონები გახდნენ. საუკეთესო მოთამაშედ -“MVP” დასახელდა BC Telavi-ის გუნდის წევრი კახაბერ იაგორაშვილი.
მნიშვნელოვანი გამარჯვების აღსანიშნავად, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილეები - ალექსანდრე საჩიშვილი და გურამი გურაბანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტურნირის მონაწილეთა ახლობლები და გულშემატკივრები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს მერის მოადგილე - გურამი გურაბანიძემ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა - ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობმა - ვანო იანტბელიძემ, ყოფილმა კალათბურთელმა, გამარჯვებული კახაბერ იაგორაშვილის ბებიამ პედაგოგმა - თამარ გაგუნაშვილმა, რომლებმაც ასევე მიულოცეს ტურნირის მოგება და მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს თელავის სახელით მიღწეული წარმატებისთვის.