ქალთა ოთახში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1 დეკემბერი, 2018

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 1 დეკემბერს - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის, გენდერული თანასწორობის საბჭოს, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გადამდები დაავადებების: აივ ინფექცია/შიდსი-ს, C- ჰეპატიტის და მათი პრევენციისთვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

თელავის ქალთა ოთახში, აქციის ფარგლებში, მსურველთათვის დაავადებათა უფასო სკრინინგი ჩატარდა.

გააზიარე