თელავის სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს ბინები დაუკანონდებათ

8 იანვარი, 2019

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის #2432 განკარგულებით, ქალაქ თელავში სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ.

აღნიშნული ინფორმაცია სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს დღეს თავად გააცნეს თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ირაკლი სესიაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში - ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უძრავი ქონების პრივატიზებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებსა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის - ირაკლი სესიაშვილის, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ბინების აზომვა და რეგისტრაცია, რის შემდეგაც, უძრავი ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს მათი შემდგომი დაკანონების მიზნით.

აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, უძრავი ქონების პრივატიზებას 103 ოჯახი შეძლებს.

ალბომი

გააზიარე