თელავში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა ჩატარდა
2019 წლის 22 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა საკუთარი პოზიციები გამოხატეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შშმ პირთა მხარდამჭერ კონცეფციაზე მუშაობის დაწყების შესახებ.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
⇒ გურამი გურაბანიძე - თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - საბჭოს თავმჯდომარე;⇒
⇒ გიგა მამუკელაშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
⇒ ელენე ფროდეული - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
⇒ გიორგი ენუქიძე - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი;
⇒ ლევან ლილუაშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
⇒ მაია ხუციშვილი - ააიპ ორგანიზაცია „მოუსმინეთ სამყარო“-ს თავმჯდომარე;
⇒ ნინო მაისურაძე - ააიპ „ლამპარი“ - ს წარმომადგენელი;
⇒ ნინო ხუციშვილი - „ლამპარი“- ს წარმომადგენელი;
⇒ მაია რაზმაძე - შშმ პირის მხარდამჭერი;
⇒ ეკატერინე ჭუაძე - შშმ პირის მხარდამჭერი;
⇒ ეკა იაკობიშვილი - შშმ პირის მშობელი;
⇒ ლადო ჭინჭარაული - შშმ პირი;
⇒ გოჩა კალმახელიძე - შშმ პირი.
ნინო ხაჩიძე - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი - სხდომის მდივანი.