ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის განხილვა განხორციელდება 2019 წლის 20 თებერვლამდე.
დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2019 წლის 28 თებერვლამდე.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)