საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

7 მარტი, 2019
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ქონების მართვის ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ნათია ღაღაშვილმა კომისიის წევრებს თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. ნათია ღაღაშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 26 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამართლებრივი დასკვნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის N3 დადგენილებაზე „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
გააზიარე