მრჩეველთა კომიტეტი სამოქალაქო ინიციატივებს განიხილავს

14 მარტი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და „მედია ცენტრ კახეთს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრჩეველთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის წევრები არიან სამოქალაქო საზოგადოების და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მრჩეველთა კომიტეტის წევრებისთვის სპეციალური ტრენინგ-მოდულები ტარდება, რის შემდეგაც, ისინი შეისწავლიან სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრირებულ  სამოქალაქო ინიციატივებს და რეკომენდირიებულ წინადადებებს  განსახილველად გაუგზავნიან თელავის მუნიციპალიტეტის მერიას.

აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ადვოკატირების მეშვეობით, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას.

 

გააზიარე