ექსპერტებმა რეგიონში ველობილიკით სარგებლობის პრაქტიკაზე ისაუბრეს

26 მარტი, 2019

20-22 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - “ტრანსფორმაციული ურბანული მობილობის ინიციატივის“ ორგანიზებით, სასტუმროში „Holiday Inn“-ში ჩატარდა ტრენინგი - „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“.

შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი.

ტრენინგის მიზნები იყო:
▪️ ცნობიერების ამაღლება ველოსიპედით გადაადგილების და მისი დადებითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე, ეკონომიკასა და ქალაქების განვითარებაზე;

▪️ ველოსიპედით გადაადგილების უსაფრთხო ქსელის, სტრატეგიის დაგეგმვის და ინფრასტრუქტურის შესახებ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;

▪️ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა.

ბმული

გააზიარე