თელავში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 მარტი, 2019

თელავში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გოგებაშვილის, ბოჭორიძეების და ქლუხორის ქუჩებზე ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. ასევე მოეწყობა სანიაღვრეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „სერპანტინი“ და შპს „გზამშენი 2005“ ასრულებენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი. იგი შეხვდა აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს, გაესაუბრა მათ და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

გააზიარე