თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება პროექტ ,,ახალგაზრდული პლატფორმა - თელავის ფორუმი“-ს ორგანიზებით და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების წინ წამოწევას და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები.