16 აპრილს საფინანსო კომისიის სხდომა გაიმართება
2019 წლის 16 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მის: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N16) წარმომადგენლობითი ორგანოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის წევრები იმსჯელებენ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ცვლილებების შეტანის შესახებ.
სხდომა 13 საათზე დაიწყება