საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

12 April, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებული პროექტების საკრებულოს კომისიებში გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას განსახილველად ოთხი საკითხი გადაეცა, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიებს კი - თითო-თითო პროექტი. ბიუროს შემდგომი სხდომა 19 აპრილს გაიმართება, ხოლო საკრებულოს სხდომა კი 25 აპრილს დაინიშნა.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე