ცენტრალური თელავის მაჟორიტარის ინიციატივა საჯაროდ განიხილეს

12 April, 2019

ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიგა ორკოდაშვილის ინიციატივა ქართული უნივერისტეტის ქუჩის ნაწილისთვის ექიმ დიმიტრი გიორგელაშვილის სახელი მინიჭების შესახებ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯაროდ განიხილეს.


შეხვედრას მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს გიგა ორკოდაშვილის ინიციატივას. „ჩემი ინიციატივა განპირობებულია, როგორც ქალაქის მედიცინის სფეროს წარმომადგენლების, ასევე უბრალო მოქალაქეების და ოჯახის თხოვნით. მიმაჩნია, რომ დიმიტრი გიორგელაშვილი მოღვაწეობის მთელი პერიოდის განმავლობაში იყო ერთ-ერთი წარმატებული, თავის პროფესიასა და ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. დიმიტრი გიორგელაშვილი იყო ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა .


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე