თელავში ანიმაციის რეგიონული ფესტივალი "თოფუზი" ჩატარდა
თელავში ანიმაციური ფილმების რეგიონული ფესტივალი „თოფუზი“ ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში თელავის კულტურის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა - "ანიმაცია-ურთიერთობის მხატვრული ფორმა", სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის, ხულოსა და თბილისის ანიმაციის სტუდიების აღსაზრდელებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ფილმწარმოების ყველა ეტაპის შესახებ; გაეცნენ ანიმაციის ტექნოლოგიებს და ანიმაციური ფილმის მომზადებისთვის საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს.
ჩაატარდა წამახალისებელ ვიქტორინა - „ქართული ანიმაციის ისტორია“, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფესტივალის საჩუქრებით.
გმირების კოსტუმებში გადაცმულმა მსახიობებმა ბავშვებთან ერთად ბარაბნების თანხლებით ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობები მოაწყეს და ანიმაციური ფილმების ჩვენება გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: აკურაში, კისისხევში, რუისპირსა და ნაფარეულში.
ფესტივალი „თოფუზის" ორგანიზატორები არიან ააიპ "ანიმაციის განვითარების ფონდი" და ააიპ "პერსონაჟი".
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.