რა საკითხები განიხილეს ეკონომიკის კომისიის სხდომაზე

20 May, 2019

თელავის მუნიცვიპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტები. ერთ-ერთი საკითხი ეხება მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არაკომერციული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. ნორმატიული აქტის მიღების მიზანია ქონების განკარგვის წესის მიღება.

„პროექტის დამტკიცების შემთხვევაში უფრო მოქნილი გახდება და დარეგულირდება ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცესი. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს საკრებულოს ბიურომ და შემდეგ განსახილველად გავიდეს საკრებულოს სხდომაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილმა.

კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებზე, რომლებსაც ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

გააზიარე