საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

21 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც დეპუტატებს 2019 წლის 2 აპრილს სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

თინათინ ხანჯალიაშვილის განმარტებით, საბოლოო დასკვნას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დადებს. „სოფელ ბუშეტის აღსაზრდელების ინტოქსიკაციაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების შედეგები დამოკიდებულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე“, - განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე