საკრებულომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

22 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნუვერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და უმაღლესი სასწავლებელის რექტორმა ირმა შიოშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, გამოცდილების გაზიარება, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თანამშრომლობა განხორციელდება: საჯარო მმართველობის, სამართლის, ეკონომიკის საბაკალავრო და გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე