ფესტივალი "ხელოვნება და შემოქმედება"
2019 წლის 16 - 17 ივნისს, თელავის ისტორიული მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართება ფესტივალი - "ხელოვნება და შემოქმედება", სადაც მონაწილეობას მიიღებენ თელავის მუნიციპალიტეის 15 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსები შემდეგ ნომინაციებში:
- სახვითი ხელოვნება;
- ფოტო ხელოვნება;
- მუსიკა;
- თვითშემოქმედება;
- სასცენო ხელოვნება.
პროგრამა:
16 ივნისი
16:00 - ფესტივალის გახსნა, გამოფენები;
18:00 - კონცერტი (კონკურსანტების მონაწილეობით).
17 ივნისი
12:00 - ზაალ სულაკაურის მასტერ-კლასი კარიკატურაში;
18:00 - სპექტაკლი "ჩაპლინი" (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი);
19:00 - გამარჯვებულთა დაჯილდოვება, კონცერტი (გიგი ადამაშვილი, მიშა სულუხია).
ღონისძიების ორგანიზატორია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, თელავის ისტორიული მუზეუმი და ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ მობრძანდეთ!