იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ღვინის პარკის ლიკვიდაციის პროცესის განხორციელებაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემაზე. კომისიის წევრებს პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა წარუდგინა. როგორც ლევან ბერძენაშვილმა აღნიშნა, ღვინის პარკის ლიკვიდაცია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით არის განპირობებული.
„ღვინის პარკი დაფუძნდა 2013 წლის 11 ოქტომბერს, რომლის მიზნები იყო ბიზნესის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სხვა სახის სამრეწველო პროდუქციის, ტურიზმისა და კულტურის განვითარება და მისი შემდგომი ხელშეწყობა და ა.შ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური, რომელშიც შედის ტურიზმის მართვის განყოფილება. მისი ფუნქციებია უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწვდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა და ა.შ. კულტურის განვითარება კი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციებში შედის. ის ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებს. აღნიშნული სამსახურები ფუნქციების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის ღვინის პარკის წესდებით გათვალისწინებულ ყველა მიზანსა და ამოცანას. ორგანიზაცია ფაქტობრივად აღარ ფუქნციონირებს და ატარებს მხოლოდ რეგისტრირებულის სტატუსს, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ განხორციელდეს მისი ლიკვიდაციის პროცესი“, - განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.
აღნიშნულ პროექტებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.