სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცა
თელავის მუნიციპალიტეტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 12 მაისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის აქციაში.
"სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ, დაზარალებულთა აღწერის შემდეგ, დახმარების თხოვნით მიმართა წითელი ჯვრის საზოგადოებას, რასაც უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოსახლეობას დროული დახმარება აღმოუჩინა“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა.
წითლი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანტარული ტვირთი ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დაზარალებულ 1272 ოჯახს გადასცა.