თელავში გზების მშენებლობა მიმდინარეობს

17 ივლისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა ცენტრალური გზის სამხრეთი მიმართულების მოასფალტება. 700 მეტრ მანძილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი და გაკეთდა სანიაღვრე კოლექტორები.

გზების მშენებლობა მიმდინარეობს სოფლებში - ბუშეტსა და შალაურში:
სოფელ ბუშეტში "თულიანების" და "ნაგუცაანთ" უბნებში ასფალტის საფარი იგება შიდა საუბნო გზებზე (800მ), ხოლო სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე (1400მ), სადაც ასევე მოეწყობა სანიაღვრეები.

გააზიარე