საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე იმსჯელა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა ჩაატარა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში მოსადნელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მობილიზება. კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ, რომელიც კომისიამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში მოსალოდნელი ცვლილებები და ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარუდგინა.