თელავში გურამ რჩეულიშვილის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თელავის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 6 სექტემბერს, თელავის კულტურის ცენტრში მწერალ გურამ რჩეულიშვილის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს მწერლის ოჯახის წევრები, მკვლევარები და მისი შემოქმედების ქომაგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხეს ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებიდან და მისი ცხოვრებისეული მომენტები გაიხსენეს.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე და მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ.