თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სწავლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

 

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს თელავის პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის არის, რადგან ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. ასევე, ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობასა და პედაგოგთა როლზე, რის შემდეგაც მადლობა გადაუხადა მათ და წარმატებებული მოღვაწეობა უსურვა.

"პირველი ზარის" შემდეგ, მერმა პირველკლასელები საკლასო ოთახებშიც მოინახულა და სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ალბომი

 

გააზიარე